თბილისში უძრავი ქონება 10.1%–ით გაძვირდა

26-07-2021 12:44:32 ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 0.4 პროცენტით შემცირდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 10.1%– შეადგინა.

საქსტატის ცნობით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 8.9%–ით არის გაზრდილი.

საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით -1.3%–იანი ფასების კლება დაფიქსირდა საცხოვრებელი ბინების სეგმენტში. ამავე პერიოდში, ფასები 2.2%–ით გაიზარდა კერძო სახლების სეგმენტში.

2020 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – კერძო სახლებზე 17.9%–ით, ხოლო ბინებზე – 7.5%–ით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები