მედია: სამართალდამცველებმა სპორტსმენები დააკავეს

26-07-2021 13:58:11 სამართალი

სამართალდამცველებმა ხობში რამდენიმე მოჭიდავე დააკავეს.

„რუსთავი 2“–ის ინფორმაციით, პოლიციელებმა 4 ახალგაზრდას მანქანის გაჩერებასთან დაკავშირებით სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, რამაც ახალგაზრდების გაღიზიანება გამოიწვია.

ირკვევა, რომ ნაცემია ხობის პოლიციის კრიმინალური განყოფილების უფროსი.

მედიასაშუალების ცნობით, დაკავებულთა შორისაა ქართულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია.

მსოფლიო ჩემპიონს, ნუგზარ წურწუმიას და მოჭიდავე ნიკა ყორშიას წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 3-დღიანი პატიმრობა განისაზღვრეს. მათ ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებიან.

ზაზა დათეშიძეს და ვარლამ კვარაცხელიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე პრიმა მუხლით წარედგინათ, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დათეშიძის და კვარაცხელიას აღკვეთის ღონისძიების საკითხს ფოთის რაიონული სასამართლო განიხილავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები