სან-დიეგოს ზოოპარკში ლეოპარდები კარანტინში მოათავსეს

26-07-2021 14:56:22 მსოფლიო

აშშ–ში მდებარე სან-დიეგოს ზოოპარკში ლეოპარდები კარანტინში მოათავსეს. აღნიშნულის მიზეზი ერთ–ერთი ლეოპარდის კოვიდ–ინფიცირებაა.

როგორც ზოოპარკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ლეოპარდს სახელად რამილს მხოლოდ ხველა და სურდო ჰქონდა. ამჟამად რამილს სხვა დამატებითი სიმპტომები არ აღენიშნება.

ზოოპარკში მყოფი ყველა ლეოპარდი ვეტერინარების დაკვირვების ქვეშაა. ვიდრე კარანტინში იმყოფებიან, მათ გარეთ - ღია ცის ქვეშ გასვლის უფლებას არ აძლევენ.

უცნობია, როგორ მოხდა რამილის დაინფიცირება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ზოოპარკმა ცოტა ხნის წინ შემოწირულობის სახით ექსპერიმენტული ვაქცინა მიიღო, რომელიც ცხოველებისთვის არის განკუთვნილი და ზოოპარკის თანამშრომლებმა იგი ცხოველებს გაუკეთეს, თუმცა რამილი ჯერ არ იყო აცრილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები