ტექნიკური დახმარების პროგრამაში ცვლილებები შედის

26-07-2021 15:45:14 ეკონომიკა ,რეკლამა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, „ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამაში” ცვლილებები შედის. მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ეძლევათ დამატებითი შესაძლებლობა, უზრუნველყონ საკუთარი საქმიანობის და წარმოებული პროდუქციის საერთაშორისო სტანდარტებში მოქცევა.

„ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამას“ ორი ახალი მიზნობრიობა ემატება, რაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მართვის საკონსულტაციო მომსახურებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ღირებულების თანადაფინანსებას გულისხმობს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მართვის საკონსულტაციო მომსახურეობის შემთხვევაში, თანადაფინანსება შეადგენს 80% -ს და არაუმეტეს 15,000 ლარს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შემთხვევაში - სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ღირებულების 70% -ს და არაუმეტეს 750 ლარს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები