“ლიბერთი ბანკის” მხარდაჭერით  მორიგი საქველმოქმედო აქცია -„კუმ დეო - მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“  გამართა

26-07-2021 16:20:59 ეკონომიკა ,რეკლამა

“ლიბერთი ბანკის” მხარდაჭერით "კუმ დეო - მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის" მორიგი საქველმოქმედო აქცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში გამართა.

ერთობლივი კამპანიის ფარგლებში, უფასო სამედიცინო სერვისი უფროსი ასაკის 70-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო.

საქველმოქმედო აქციაში, ტრადიციულად, რამდენიმე დარგის ექიმი და ახალგაზრდა მოხალისეები მონაწილეობდნენ.

„ლიბერთის“ მხარდაჭერით, საქველმოქმედო აქცია „კუმ დეომ“ უკვე მეორედ გამართა.

სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა ლიბერთი #გულით ფარგლებში რეგიონების მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარება მომავალშიც გაგრძელდება.

ლიბერთი ბანკსა და „კუმ დეოს შორის“ გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბანკის მხრიდან მაღალმთიან რეგიონებში საქველმოქმედო აქციების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები