ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს კვლევის შედეგების თანახმად, "დელტა" შტამით რეინფიცირების შანსი "ალფაზე" 46%-ით მეტია

26-07-2021 17:48:10 მსოფლიო

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტომ კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამით ("დელტა") ინფიცირების რისკის კიდევ ერთხელ შეაფასა. როგორც ბრიტანული მედია იუწყება, აღნიშნული მას შემდეგ განხორციელდა, რაც ქვეყანაში "დელტა" ვარიანტით რეინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა.

კვლევის შედეგების თანახმად, "დელტა" შტამით რეინფიცირების შანსი "ალფაზე" (ე.წ. ბრიტანული შტამი) 46%-ით მეტია.

უცნობია რატომ იწვევს მეტ რეინფიცირებას "დელტა", თუმცა ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ადრეული ინფიცირების შემდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი შესაძლოა, მცირედით სუსტდებოდეს, შესაბამისად მცირდება ორგანიზმის დაცვის უნარიანობა ახალი შტამის მიმართ.

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოში აღნიშნავენ, რომ რეინფიცირების შემთხვევები მთლიან სურათში მაინც მცირეა და 1,2%-ს შეადგენს. ეს მონაცემი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტომ 83 197 შემთხვევის ანალიზის შედეგად მიიღო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები