"აი ფაქტმა" 26 მღვდელმსახური გამოავლინა, რომლებიც 5 ივლისს ძალადობრივ აქციას ესწრებოდნენ

26-07-2021 17:47:22 ,

"გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება" "აი ფაქტმა" 5 ივლისს ძალადობრივ აქციაზე ფოტო და ვიდეომასალებში 26 მღვდელმსახურის იდენტიფიცირება შეძლო.

"მღვდლები ძალადობას ჯერ ამბიონიდან აქეზებდნენ, შემდეგ კი პარლამენტის წინ, კიბიდან", - ვკითხულობთ კვლევაში.

"აი ფაქტმა" 5 ივლისს ძალადობრივ აქციაზე გამოავლინა:

  • მამა საბა ჭიკაიძე – თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარიდეკანოზი
  • შალვა კეკელია – თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი
  • მამა დავით რუხაძე – საბურთალოს სულთმოფენობის ტაძარი
  • დეკანოზი გიორგი რაზმაძე – თბილისის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარი
  • მეუფე გიორგი ჯამდელიანი – მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია
  • არქიმანდრიტი კირიონ ონიანი – დავით–გარეჯას ლავრამამა
  • გიორგი პავლოვი – საგარეჯო, გიორგიწმინდას ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი
  • მეუფე იოანე გამრეკელი – ქუთაის-გაენათის ეპარქია
  • მამა სპირიდონ ცქიფურიშვილი – თერჯოლა, ვარდიგორის მამათა მონასტერი
  • მღვდელმონაზონი დავით უმანკოშვილი – გელათის წმინდა საბას სახელობის მონასტერი
  • დეკანოზი არჩილ დათეშიძე – ქუთაისის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი
  • მამა არსენ სადუნიშვილი – ქუთაისის წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ტაძარი
  • მამა თომა სოსელია – ქუთაისის წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის და წმინდა თომა მოციქულის სახელობის ტაძრები
  • მღვდელი კვირიკე რობაქიძე – ქუთაისი, ღირსი ილარიონ ქართველის ეკლესია
  • დეკანოზი იოანე მიხელიძე – გუმათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის, ზარათის წმ. კვირიკესა და ივლიტას და ჟონეთის ფერისცვალების სახელობის ტაძრები
  • დეკანოზი ილარიონ კვიმსაძე – ქუთაისის წმ. თომა მოციქულის სახელობის ტაძარი
  • მღვდელმონაზონი მოსე ცქიტიშვილი – ქუთაისის ღირსი მოსე შავის სახელობის მონასტერი
  • მამა იოანე გრიგოლაშვილი – წყალტუბო, სოფელ უკანეთის ტაძარი
  • მამა დავით ბოჭორიშვილი – ტყიბული, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
  • მამა გიორგი ბედიაშვილი – თბილისი, წმინდა დემეტრე თავდადებულის სახელობის/წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ტაძარი
  • მამა მოსე ჭელიძე – თბილისი, მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარიმამა ბენიამინ ებრალიძე – ჯიხეთის დედათა მონასტერი
  • დეკანოზი გაბრიელ ჩადუნელი – რუის-ურბნისის ეპარქია, ძამას ხეობა
  • მამა დემეტრე ქათამაძე – ბოლნისი, ქვეშის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი
  • მამა იოანე საბანაძე – ვაკის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი
  • მამა მირიან ფხაკაძე – ბოლნისის ეპარქია, ტანძიის ეკლესია

5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე მინიმუმ 55 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 53 ჟურნალისტია. ერთ-ერთი ოპერატორი, TV პირველის თანამშრომელი, ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია ძალადობის ორგანიზების ბრალდებით. დაკავებულებს შორის არაც ერთი არაა სასულიერო პირი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები