საქართველოდან ისრაელში დაბრუნებულებს „დელტა პლუს“ შტამი გამოუვლინდათ

26-07-2021 17:58:02 საზოგადოება ,ეს საინტერესოა

ისრაელის მედიის ცნობით, უცხოეთიდან სამშობლოში დაბრულებულ მოქალაქეთა შორის 12-ს კორონავირუსის "დელტა პლუს" შტამი გამოუვლინდა, მათგან 10–სსაქართველოში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით მედია წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, "დელტა პლუს" შტამი არის თუ არა "დელტა" შტამზე უფრო გადამდები.

"აქცენტი" ინფორმაციას საქართველოს დაავედებათა კონტროლის ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროში აზუსტებს და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ინფორმაციისთვის: ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო „ნარინჯისფრიდან“ გადავა „წითელი“ ქვეყნების სიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელის მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრება აეკრძალებათ ქვეყანაში რთული ეპიდსიტუაციის გამო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები