აზერბაიჯანში სტუდენტებს "კოვიდ–პასპორტებს" მოსთხოვენ

26-07-2021 18:21:13 კავკასია

აზერბაიჯანში 18 წლის ასაკის ზემოთ სტუდენტებს ე.წ. კოვიდ–პასპორტებს მოსთხოვენ, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ამასთან, 18 წელს გადაცილებულ პირებს საშუალება ექნებათ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, სასტუმროებსა და დიდ სავაჭრო ცენტრებში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევიდნენ, თუკი "კოვიდ–პასპორტებს" წარადგენენ.

26 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 3 570 შეადგენს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 340 715 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 332 136 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 5 009 გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით მოსახლების 19%–ია აცრილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები