უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს
27/07/2021 09:29:17 სამართალი
უკრაინაში 42 წლის ქართველი „კანონიერი ქურდი“ ლევან ბულისკირია დააკავეს.
უკრაინის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, ასევე დაკავებულია 31 წლის ქართველი „კრიმინალური ავტორიტეტი“. ორივე მათგანი უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს სანქციების სიაში იყო შეყვანილი და ქვეყანაში შესვლას დოკუმენტების გარეშე ცდილობდნენ.
ლევან ბულისკირიას კრიმინალურ წრეებში „ლევან გალსკის“ სახელით იცნობენ. მან „კანონიერი ქურდის“ სტატუსი 2012 წელს პირადად ასლან უსოიანისგან (დედ ჰასანი) მიიღო.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში უკრაინაში ათობით კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს, ან ქვეყნიდან გააძევეს, მათ შორის იყვნენ ქართველებიც.


