Accentnews.ge
„აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს დელეგაციები ეცდებიან, გადაწყვიტონ პრობლემები, რაშიც საქართველოს ლიდერის როლი ექნება“

„აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს დელეგაციები ეცდებიან, გადაწყვიტონ პრობლემები, რაშიც საქართველოს ლიდერის როლი ექნება“

27/07/2021 11:39:20 კავკასია

აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციები ეცდებიან, გადაწყვიტონ პრობლემები, რაშიც საქართველოს ლიდერის როლი ექნება, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკ დემსმა განაცხადა.

რიკ დემსი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება.

„პირველი მაგალითი, რომელიც ყველა თქვენგანისთვის მნიშვნელოვანია, არის საქართველოს რეგიონული პოზიცია აზერბაიჯანთან და სომხეთთან. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ავიღებთ ინიციატივას, როცა დელეგაცია დაკომპლექტდება, რომ საპარლამენტო დელეგაციები შეიკრიბონ საპარლამენტო დიპლომატიის კონტექსტში. აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციები ეცდებიან, გადაწყვიტონ პრობლემები, რაშიც საქართველოს ლიდერის როლი ექნება“, – განაცხადა რიკ დემსმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S