კარპენტერი – „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე: „ეს მართლაც დასანანია“

29-07-2021 00:03:32 ციტატა

„ეს მართლაც დასანანია. ეს იყო ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, რომელმაც ხელი შეუწყო სამართლის უზენაესობას, პოლიტიკურ ჩართულობასა და თამაშის სამართლიან წესებს. სამწუხაროა იმის ხილვა, რომ მმართველი პარტია შეთანხმებიდან გავიდა“.

წერს ამერიკელი დიპლომატი, ჯო ბაიდენის ყოფილი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ამჟამად ჯო ბაიდენის ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერი სოციალურ ქსელ Twitter-ში.

ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".

"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები