საგარეჯოში მწყემსს ეძებენ

29-07-2021 14:01:07 სამართალი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში მწყემსს ეძებენ.

ახლობლების ინფორმაციით, 32 წლის ჯომართ ახმედოვი სახლიდან 25 ივლისს გავიდა. კაცმა უკანა ფშავის მიმართულებით, ცხვარი წაიყვანა და აღარ დაბრუნებულა.

გაუჩინარებულის ოჯახმა პოლიციას უკვე მიმართა, რომელიც მწყემსის ძებნის სამუშაოებს აწარმოებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები