Accentnews.ge
სოხუმი თბილისს "საპასუხო ზომებით" ემუქრება

სოხუმი თბილისს "საპასუხო ზომებით" ემუქრება

29/07/2021 16:48:52 კონფლიქტები

სოხუმი "სერიოზულ შეშფოთებას" გამოთქვამს «საქართველოს და მისი დასავლელი პარტნიორების განგრძობადი სამხედრო აქტივობების" გამო და ნატო-ს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო წვრთნებთან - "Agile Spirit 2021"-თან დაკავშირებით "საპასუხო ზომების უფლებას იტოვებს". ამის შესახებ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სოხუმის შეფასებით, «ბოლო წლებში სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს მოქმედება, რომელსაც საქართველოს სამხედრო პოტენციალის ზრდა ერთვის თან, არავითარი სამხედრო აუცილებლობით არაა გამყარებული და აშკარად სცდება საღი აზრის ფარგლებს".

"საქართველოს ხელისუფლება უნდა აცნობიერებდეს, რომ მისი გატაცება «ნატო-ს ქვეყნების არმიებთან თავსებადობითა» და «საბრძოლო ოპერაციების შესრულებით» ხელს უწყობს რეგიონში დაძაბულობის ზრდას და ძირს უთხრის რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მიმართულ ძალისხმევას. ამასთან დაკავშირებით არ ღირს 2008 წლის გამოცდილების დავიწყება, როცა დასავლურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანების სურვილით ასევე შეპყრობილმა იმჟამინდელმა ხელისუფლებამ მ. სააკაშვილის თაოსნობით სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები წამოიწყო. თბილისის იმ ავანტიურის შედეგები ყველასთვის ცნობილია" - აღნიშნავს დე ფაქტო საგარეო უწყება.

სოხუმის შეფასებით, "ქართული მხარე, დემონსტრირებს რა აშშ-სა და ნატო-ს მიმართ ლოიალობას, ძალზე დესტრუქციულ კურსს ახორციელებს და არ სურს, აიღოს არანაირი ვალდებულება აფხაზეთის მიმართ ძალის არგამოყენების მიმართულებით".

«საქართველო-ნატო-ს ერთობლივი წვრთნების პრობლემა აფხაზური მხარის ყურადღების ცენტრშია. აფხაზეთის რესპუბლიკა საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების მხრიდან შესაძლო მტრულ ნაბიჯებსა თუ პროვოკაციებზე საპასუხო რეაგირების უფლებას იტოვებს" - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S