გიორგი გახარიამ ნატალია საბანაძე თავის საერთაშორისო მრჩევლად დანიშნა

30-07-2021 10:54:21 პოლიტიკა

ექს–პრემიერის, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის გიორგი გახარიას მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ევროკავშირში ყოფილი ელჩი ნატალია საბანაძე იქნება. დღეს გახარიამ იგი ოფიციალურად წარუდგინა ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ მისი დანიშვნა ამ პოზიციაზე გუნდს გააძლიერებს.

"დღეს ოფიციალურად შემიძლია გითხრათ, რომ ქალბატონი ნატა საბანაძე შემოუერთდება ჩვენს გუნდს. მას ექნება ოფიციალური პოზიცია ჩვენთან. ის იქნება ჩემი საერთაშორისო მრჩეველი. ყველას მოგეხსენებათ მისი საერთაშორისო რეპუტაცია, ისევე, როგორც ქვეყნის შიგნით. ესაა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი გუნდის გაძლიერებისთვის", - განაცხადა გახარიამ.

ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალია საბანაძემ თანამდებობა 2021 წლის 21 მარტს დატოვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები