თბილისი და 3 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

30-07-2021 11:00:58 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 2 712 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 1561 პირი გამოჯანმრთელდა, 25 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ჩატარდა 39 126 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 775 , „პისიარ“ ტესტით – 17 351.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,93 %, ბოლო 14 დღის – 6,59 %, ბოლო შვიდი დღის – 7,09 %.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 712 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 243 შემთხვევა,
  • აჭარა - 419,
  • იმერეთი - 273,
  • ქვემო ქართლი - 149,
  • შიდა ქართლი - 102,
  • გურია - 71,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 142,
  • კახეთი - 175,
  • მცხეთა-მთიანეთი -75,
  • სამცხე-ჯავახეთი - 43,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 29 273 საიდანაც 5 547 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 880, აჭარაში - 557, იმერეთში - 773.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 076 პირი, მათ შორის, თბილისში - 505, აჭარაში - 91, იმერეთში -248. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 226 პირი, მათგან თბილისში - 162, აჭარაში - 4, იმერეთში - 18

1 963 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 048 - თბილისში, 605- აჭარაში.

21 763 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 46, ხოლო აჭარაში - 8.

სულ 6 ოქტომბრიდან - 29 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 982 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 035 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 523, პირი, აჭარაში - 3 833, იმერეთში - 2 205.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 416 338 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 381 246 პირი გამოჯანმრთელდა, 5 793 პაციენტი გარდაიცვალა.
  • სულ აცრილია – 464 875 ადამიანი, დღიურად აცრილია 14 738.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები