
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 18.7%-ით გაიზარდა
30/07/2021 07:19:30 ეკონომიკა
წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 18.7% შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 12.7%-ია.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში:
- დამამუშავებელი მრეწველობა,
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა,
- ტრანსპორტი და დასაწყობება,
- ვაჭრობა,
- სასტუმროები და რესტორნები,
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა,
- მშენებლობა.
უწყების სტატისტიკის მიხედვით, ივნისში დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 9.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37%-ით მეტია.