„მქონდა შელაპარაკება“ – საბანაძე თანამდებობის დატოვების მიზეზებზე საუბრობს

30-07-2021 11:47:34 პოლიტიკა

ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის პოზიციის დატოვებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ნატალია საბანაძემ საკუთარი გადაწყვეტილება განმარტა და დაადასტურა არაოფიციალური ინფორმაცია, სახელისუფლებო გუნდთან აზრთა სხვადასხვაობის თაობაზე.

„მქონდა შელაპარაკება, უთანხმოებასაც ჰქონდა ადგილი. ჩემი სურვილით წავედი. ჩავთვალე, რომ ჩემი მისია იმ მომენტისთვის ამოწურული იყო“,– განაცხადა საბანაძემ თემის კომენტირებისას.

ცნობისთვის: ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალია საბანაძემ თანამდებობა 2021 წლის 21 მარტს დატოვა.

30 ივლისს ექს–პრემიერმა, პარტია “ საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ დიპლომატი საგარეო პოლიტიკურ საკითხებში მრჩევლის პოზიციაზე წარადგინა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები