გერმანელი მუსიკოსი ამბობს, რომ ბათუმში თავს დაესხნენ
30/07/2021 10:21:20 სამართალი
ბერლინელი მუსიკოსი DJ Phase Fatale აცხადებს, რომ ბათუმში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ.
მუსიკოსის თქმით, მასზე თავდასხმაზე იმ კლუბის დაცვის წევრი მონაწილეობდა, სადაც მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში უნდა დაეკრა.
ის პოსტს Instagram-ზე აქვეყნებს. გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს დაზიანებებიც.
Phase Phatale-ს ქართველი მეგობრის მონათხრობის მიხედვით, დაპირისპირება იქიდან დაიწყო, რომ ბარში მუშაობისას შემდგომში თავდამსხმელთაგან ერთ-ერთმა მას სასმელი შეუკვეთა, რომლის ფულიც არ გადაიხადა. ბარმენმა მას სასმელი არ მისცა და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა, რის გამოც კლიენტმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მან დაცვა გააფრთხილა მომხდარის გამო, თუმცა არც დაცვას და არც კლუბში დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზატორებს მოძალადე ტერიტორიიდან არ გაუყვანიათ. სწორედ ეს პირი ორ სხვა ადამიანთან ერთად დაესხა თავს ბარმენს და მუსიკოსს მას შემდეგ, რაც მათ კლუბის ტერიტორია დატოვეს.


