ბერლინელი მუსიკოსი აცხადებს, რომ ბათუმში თავს ჰომოფობურ ნიადაგზე დაესხნენ
30/07/2021 11:32:05 სამართალი
ბერლინელი მუსიკოსი სასცენო სახელით Phase Fatale, რომელიც კლუბ "ბერქაინის" რეზიდენტია, აცხადებს, რომ ბათუმში ჰომოფობური ნიადაგზე თავს დაესხნენ.
მუსიკოსის თქმით, მასზე თავდასხმაში იმ კლუბის დაცვის წევრთან დაკავშირებული პირი მონაწილეობდა, სადაც მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში უნდა დაეკრა.
Phase Fatale "ინსტაგრამში" პირად გვერდზე ავრცელებს ფოტოებს, რომელშიც დაზიანებებიც ჩანს.
მუსიკოსი საქართველოში მუსიკალური ფესტივალის, SpereFest-ის ფარგლებში იმყოფება.


