Accentnews.ge
თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაკარგულ ორ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაკარგულ ორ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ

28/07/2019 08:00:53 სხვა, სამართალი, რეგიონები

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაკარგულ ორ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

სამძებრო სამუშაოები დღეს დილით განახლდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული გამოძიების პირველადი ინფორმაციით, გუშინ თუშეთში ომალოს მიმართულებით მოძრავი "კამაზის" მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ავტომანქანის უსაფრთხო მართვა ვერ უზრუნველყო, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. 

ავარიის ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ერთი არასრუწლოვანია, დაშავდა 3 ადამიანი. 

ამასთან, დაღუპულებს შორის ერთი ოჯახის სამი წევრია: მამა და ორი შვილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S