Accentnews.ge
მეორე დღეა, თბილისში უცხოეთის მოქალაქეს ეძებენ

მეორე დღეა, თბილისში უცხოეთის მოქალაქეს ეძებენ

31/07/2021 08:27:12 სამართალი

გუშინ, 30 ივლისს, თბილისში უცხოეთის მოქალაქე, შანაე ბრუკი გაუჩინარდა, რომელიც საქართველოში წელიწადნახევარია, ცხოვრობს და ინგლისურ ენას ასწავლის.

ახლობლების ინფორმაციით გაუჩინარებამდე ის მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მათივე ცნობით, გაუჩინარებამდე მან ამერიკაში მეგობართან დარეკა. მეგობარმა გაიგო ბრუკის სიტყვები, "ხელი გამიშვი, მომშორდი" და ამის შემდეგ მასთან კონტაქტი გაწყდა.

პოლიცია, მეგობრები და მოხალისეები ქალს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S