Accentnews.ge
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

01/08/2021 10:46:37 კავკასია

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 31 ივლისს, 18:00 საათიდან აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ერასხის მონაკვეთზე სომხეთის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს.

უწყება აცხადებს, რომ ცეცხლი მიემართებოდა მანქანას, რომელსაც საკვები გადაჰქონდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, მანქანა სერიოზულად დაზიანდა.

თავის მხრივ, სომხეთის საპასუხოდ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთმა ისროლა აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით და დაჭრა აზერბაიჯანელი სამხედროები.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის მხრიდან​ ერასხის დასახლებასთან სროლის შესახებ 14 ივლისსაც განაცხადა და თქვა, რომ შედეგად სომეხი ჯარისკაცები დაიღუპნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S