
საბერძნეთში ახალგაზრდა ქართველი ქალი მოკლეს
15/05/2019 20:32:20 სხვა, სამართალი
საბერძნეთში, ათენის გარეუბანში, კალითეაში საქართველოს 29 წლის მოქალაქე საძინებელში მოკლული იპოვეს,– ამის შესახებ ბერძნული მედია იუწყება.
ამავე წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ქალს ნათესავები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ და როდესაც არ გამოჩნდა, დეიდა მის საცხოვრებელ ბინაში ხელოსნის დახმარებით შევიდა. ცხედარიც მან აღმოაჩინა.
როგორც ირკვევა, ცნობილია მკვლელის ვინაობაც, თუმც ამ ეტაპზე დეტალები არ ხმაურდება.