Accentnews.ge
2022 წლიდან მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილი შეიცვლება

2022 წლიდან მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილი შეიცვლება

02/08/2021 11:33:07 სამართალი, საზოგადოება

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2022 წლიდან მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ ნაწილს დაემატება მძღოლობის კანდიდატის გამოცდა რეალურ საგზაო პირობებში. ამის შესახებ მინისტრმა შსს-ს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

“2022 წლიდან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა გახდება ორეტაპიანი, რაც გულისხმობს მძღოლობის კანდიდატის გამოცდას რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში”, – განაცხადა გომელაურმა.

მისი თქმით, ამჟამად მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ერთეტაპიანია და ის სპეციალურად მოწყობილ მოედნებზე მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით პირველი ეტაპი დახურულ საგამოცდო მოედანზე ჩატარდება, მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კი მეორე ეტაპი – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში [ქალაქში], წინასწარ შერჩეულ მარშრუტებზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S