
ხუხაშვილი და აბაშიძე ერთმანეთს პირდაპირ ეთერში დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
15/05/2019 21:07:23 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
TV "პირველის" ეთერში გია ხუხაშვილსა და გია აბაშიძეს შორის ცხარე დებატები შედგა. გია აბაშიძე გადაცემაში "ღამის ამბები" გია აბაშიძე სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული, გია ხუხაშვილი კი ამავე გადაცემის თანაწამყვანია.
კამათი ხუხაშვილის კითხვას მოჰყვა. ის დაინტერესდა აბაშიძის, როგორც ანალიტიკოსის მოსაზრებით, სიცტემური ცვლილებების თვალსაზრისით, რა განსხვავებაა "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებებს შორის და აბაშიძეს ნაცვლად ზოგადი ფრაზებისა, კონკრეტული მაგალითების მოყვანა სთხოვა. მაგალითად, კანონში რა ცვლილებები განახორციელა მოქმედმა ხელისუფლებამ სისტემის გაუმჯობესების მიზნით. ამასთან, ხუხაშვილმა გაიხსენა აბაშიძის ამასწინანდელი კვლევა, რომლის მიხედვითაც აბაშიძე ასკვნის, რომ არასამთავრობო სექტორი "ნაციონალურ მოძრაობასთან" არის კავშირში და კვლევის მეთოდიკის შესახებ იკითხა. მწვავე დაპირისპირებაც ამ თემების ირგვლივ წარიმართა. ხუხაშვილმა აბაშიძეს "ფსევდო ანალიტიკოსი" უწოდა და აღნიშნა, რომ ის დღეს საზოგადოების წინაშე "გააშიშვლა".
დებატები იხილეთ 33:00 წუთზე
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021