Accentnews.ge
“თქვენო უდიდებულესობავ” – ინაშვილი და სხვები პუტინს ღია წერილით მიმართავენ

“თქვენო უდიდებულესობავ” – ინაშვილი და სხვები პუტინს ღია წერილით მიმართავენ

03/08/2021 07:15:29 პოლიტიკა

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები ირმა ინაშვილი და დავით თარხან მოურავი, ასევე ამ პარტიის პოზიციებთან დაახლოებული სხვა პირები, რუსეთის პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავენ.

წერილი ირმა ინაშვილმა "ფეისბუკზე" გამოაქვეყნა ხელმომწერების სიასთან ერთად:

“უპასუხისმგებლო „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილი დაძაბულობის ჩასაქრობად მე და ჩემი მეგობრები ვხვდებოდით რუს დეპუტატებსა და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს. შესაძლოა, ვინმეს ეს დაუჯერებლად მოეჩვენოს, მაგრამ ამ შეხვედრებმა არაერთხელ განმუხტა დაძაბული ვითარება და მე არ ვიცი, შესაძლოა, ომსაც კი გადაგვარჩინა. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს შეხვედრები და ეს დიალოგი გაჩერებულიყო და გაყინულიყო”.

წერილის ავტორების მტკიცებით, პასუხისმგებლობას გრძნობენ და წერილით მიმართავენ პუტინს:

“საჯაროდ მივმართავთ რუსეთის პრეზიდენტს, რათა კვლავ განიმუხტოს დაძაბულობა, აღდგეს დიალოგი ყველა დონეზე, განახლდეს კულტურულ-სოციალური ურთიერთობა და, რაც მნიშვნელოვანია, ორმხრივად გაიხსნას საინფორმაციო სივრცე, რათა ბოლოს და ბოლოს გამოვნახოთ საერთო ენა!”.

ცნობისთვის: საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვეტილი აქვს 2008 წლის ომის შემდეგ, თუმცა ინაშვილი და ნატო–ში ინტეგრაციის სხვა მოწინააღმდეგეები პერიოდულად მაინც ჩადიან რუსეთში შეხვედრების გასამართად. პარტიაში აცხადებენ, რომ წერილს კრემლიდან გამოხმაურება ჯერ არ მოჰყოლია.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში პრორუსული ჯგუფები თავს კარგად გრძნობენ და წერილიც აღნიშნულის ერთ–ერთი დადასტურებაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S