
ერევანსა და თბილისს შორის შესაძლო, ჩქაროსნული მატარებელი ამოქმედდეს
03/08/2021 09:43:00 კავკასია
საქართველო და სომხეთი ერევანსა და თბილისს შორის ჩქაროსნული მატარებლის ამოქმედების შესაძლებლობას განიხილავენ, რომლით მგზავრობას 2,5-3 სთ დასჭირდებოდა, - განაცხადა, სომხური მედიის ცნობით, თბილისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაან ქერობიანმა.
მხარეების აზრით, ამ ინიციატივის რეალიზება ტურიზმის განვითარებას ეუწყობს ხელს, - იუწყება «Арминфо».
მისივე ინფორმაციით, ქერობიანმა ქართულ მხარეს ასევე ტურისტულ და ენერგეტიკულ სფეროებში რიგი სხვა ერთობლივი პროექტების რეალიზების შესაძლებლობების განხილვაც შესთავაზა.
«ჩვენი ქვეყნები, ცალ-ცალკე აღებული, შედარებით მცირე ბაზარს წარმოადგენენ, მაგრამ ერთად შეგვიძლია, უფრო მიმზიდველები გავხდეთ რეგიონში», – აღნიშნა მინისტრმა.
ვაან ქერობიანი საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილსაც შეხვდა. სომხური მხარის ინფორმაციით, მხარეებმა საბაჟო და საგადასახადო სფეროებში რიგი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, ასევე საქართველოს ტერიტორიის გავლით სატრანზიტო გადაზიდვებთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს.
სომხეთის სტატისტიკის კომიტეტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისის პერიოდში ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვა 28,7 მლნ-ით - $59.5 მლნ-მდე გაიზარდა. სომხური საქონლის საქართველოში ექსპორტმა $24.5 მლნ შეადგინა (წლიური 17,4%-იანი ზრდით), ხოლო საქართველოდან სომხეთში $35 მლნ-ის ღირებულების (ზრდა - 38%) საქონელი იქნა მიწოდებული.