შსს: 40 წლის კაცმა, თანამზრახველებთან ერთად, 23 წლის გოგო მოიტაცა [ვიდეო]
03/08/2021 11:04:37 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთის ერთ-ერთ სოფელში 40 წლის კაცმა, 3 თანამზრახველთან ერთად, "ცოლად მოყვანის მიზნით", 23 წლის გოგოს მოიტაცა. კრიმინალური აქტი 2 აგვისტოს მოხდა.
მათი ცნობით, ოთხივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.


