Accentnews.ge
მიტროპოლიტი ამბობს, რომ სუს–ს თავად მისცა მისი სატელეფონო საუბრების მოსმენის უფლება

მიტროპოლიტი ამბობს, რომ სუს–ს თავად მისცა მისი სატელეფონო საუბრების მოსმენის უფლება

04/08/2021 06:05:55 სამართალი

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განაცხადა, რომ უშიშროების სამსახურს საკუთარი სატელეფონო საუბრების ჩაწერაზე თანხმობა თავად მისცა.

„დამიკავშირდა უშიშროების სამსახური და მითხრეს, რომ აპირებდნენ ჩემ ჩაწერას, სულ რომ ისმინებოდეს ჩემი ტელეფონი. მე ვუთხარი, რომ "თანახმა ვარ", - თქვა ნიკოლოზმა „TV პირველთან“.

სავარაუდოდ, მას უშიშროების სამსახურთან კომუნიკაცია, სავარაუდოდ, წინა ხელისუფლების მმართველობის დროს ჰქონდა.

„მე ეს ჩემი საუბრები, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები წინ არ უნდა დამხვდეს არასოდეს, იმიტომ, რომ ჩემზე კიდევ ბევრი ადამიანის ბედ-იღბალია დამოკიდებული. მე ეს პირობა მომცეს და მეც დავთანხმდი. ამის შემდეგ, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, არავინ აღარ დამკავშირებია, მე ჩავთვალე, რომ ეს შეთანხმება მაინც ძალაშია“, - ამბობს მიტროპოლიტი.

ცნობისთვის: "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ მის ხელში ჩავარდნილი ჩანაწერები "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილისთვის კეთდება და პროცესში სუს-ის უფროსები არიან ჩართული.

აღნიშნულს უწყების დისკრედიტაციის მცდელობა უწოდეს სუს–ში.

"მთავარ არხზე" გამოქვეყნებული ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ პოლიტკოსებს, მათ შორის – სახელისუფლებო გუნდიდან, ჟურნალისტებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, თანამდებობის პირებს. რიგმა ფიგურანტმა ჩანაწერების ავთენტურობა დაადასტურა.

ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ ტექსტების ავთენტურობას და ამბობენ, რომ ამგვარი დოკუმენტები, სადაც ასახულია სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, კონკრეტულ პირთა სექსუალური კავშირები, შეხვედრები და საუბრის თემები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ მზადდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S