
16 მაისის ამინდის პროგნოზი
16/05/2019 03:10:51 სხვა, საზოგადოება
საინოპტიკოსები უახლესი დღეების განმავლობაში ჰაერის ტემპერატურის მატებას და უნალექო ამინდებს პროგნოზირეკენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16-18 მაისს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, 16-18 მაისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსამდე მოიმატებს.