Accentnews.ge
თბილისში მაჰათმა განდის ძეგლი დააზიანეს

თბილისში მაჰათმა განდის ძეგლი დააზიანეს

04/08/2021 07:22:33 სამართალი

თბილისში, ვარკეთილში მდებარე სკვერში ინდოეთის სახელმწიფო მოღვაწის მაჰათმა განდის ძეგლი დააზიანეს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ძეგლს რომელიც 10 ივლისს დაიდგა სათვალე მოხსნეს:

"ძეგლი უკვე დაზიანებულია, მოხსნილია სათვალე... ძეგლს მოპარეს სათვალე, არ ვიცი რა უნდა ვთქვა ამაზე. ძალიან სამწუხაროა, რთულია მისცე ამ ყველაფერს შეფასება და კიდევ უფრო ძნელია იმის გააზრება, რომ ხშირად ვანდალიზმის ჩამდენი პირები არიან მოზარდები და მათ აგრესიულ ქცევას, ვანდალიზმს მშვიდად ადევნებენ თვალყურს უფროსები, მინდა ყველას ვთხოვო გვერდში დაგვიდგნენ ამ მიმართულებით, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ მოვუფრთხილდეთ ქალაქს," - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვს: 10 ივლისს, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, თბილისში ინდოეთის ეროვნულ განმათავისუფლებელი და არაძალადობრივი მოძრაობის ლიდერის, უდიდესი სახელმწიფო მოღვაწის, მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა, რაც განდის 150 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ძეგლი, რომლის ავტორია ინდოელი მოქანდაკე გაუტამ პალი, საქართველოს საჩუქრად გადმოეცა ინდოეთის მხრიდან.

ძეგლის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში უშუალოდ მონაწილეობდა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S