ღარიბაშვილი: "ციხეებში სამაგალითო ვითარება გვაქვს, მსოფლიოში მოწინავე რიგებში ვართ"
04/08/2021 07:55:56 სამართალი
პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ციხეებში სანიმუშო, სამაგალითო ვითარებაა.
მისი მტკიცებთ, ქვეყანა "მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ მოწინავე რიგებშია".
"ციხეებში არსებული ვითარება იყო ჩვენი ხელისუფლების გამოწვევა, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში 2012 წელს. წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო ყოველდღიური პრაქტიკა ციხეებში, რაც ჩვენ, 2012 წელს, მოსვლისთანავე დავასრულეთ და დღეს გვაქვს სანიმუშო, სამაგალითო ვითარება ციხეებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ მოწინავე რიგებში ვართ", - თქვა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის: სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, ციხეებში, წინა წლების მსგავსად, უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს არსებული არაფორმალური მმართველობა (ე.წ. მაყურებლები), რომელიც, თავის მხრივ, დაწესებულებებში ძალადობრივ გარემოს ქმნის და პატიმართა დიდ რაოდენობაზე ახდენს გავლენას.
არსებობს ეჭვი ციხეების ადმინისტრაციის კრიმინალურ ავტორიტეტებთან თანამშრომლობის თაობაზე.


