Accentnews.ge
ქართველმა და უკრაინელმა სამხედროებმა ერთობლივი წვრთნა ჩაატარეს

ქართველმა და უკრაინელმა სამხედროებმა ერთობლივი წვრთნა ჩაატარეს

04/08/2021 08:11:58 საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა

საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნული სწავლების, „მტკიცე სული“ - Agile Spirit 2021-ის ფარგლებში, ქართველმა და უკრაინელმა სამხედროებმა ერთობლივი საველე წვრთნები ჩაატარეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე ასეულის დონის წვრთნებისას საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონისა და უკრაინის საზღვაო ქვეითების ცალკეული ბატალიონის სადესანტო მოიერიშე ქვედანაყოფის სამხედროებმა კონტრშეტევითი ოპერაცია განახორციელეს.

იმიტირებული სცენარის მიხედვით, ქართველი და უკრაინელი სამხედროების ამოცანა მოწინააღმდეგეზე კონტრშეტევა და მისი განეიტრალება, სამედიცინო ევაკუაცია, უკან გამოსვლა და თავმოყრის რაიონის დაკავება იყო.

სწავლებაში ჩართეს ქართული ჯავშანტექნიკა - „დიდგორი მეომარი“ და „დიდგორი მედევაკი“.

საქართველო წელს მეათედ მასპინძლობს მრავალეროვნულ სწავლებას Agile Spirit, რომელშიც მონაწილეობს ნატოს წევრი და პარტნიორი 15 ქვეყნის შეიარაღებული ძალების 2500-ზე მეტი სამხედრო. 26 ივლისს დაწყებული სწავლება 6 აგვისტოს დასრულდება ორფოლოს პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S