
აშშ–ში კორონავირუსის ეპიდემიის ირმებში გავრცელება დააფიქსირეს
04/08/2021 09:00:16 ეს საინტერესოა
აშშ–ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ახლახან ჩატარებულმა ფედერალურმა კვლევამ, შესწავლილი თეთრკუდა ირმების (Odocoileus virginianus) 40%–ში SARS-CoV-2-ის გამანეიტრალებელი ანტისხეულები აღმოაჩინა. მხოლოდ მიჩინაგნის შტატში, გარეული ირმების 67%–ს სისხლში კორონავირუსის იმუნური მარკერები გამოუვლინა.
ეს გახლავთ გარეულ ცხოველებში კორონავირუს SARS-CoV-2-ის ფართოდ გავრცელების პირველი მტკიცებულება, თუმცა კვლევა ჯერ რეცენზირებული არ არის.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ არც ერთ ირემს ჯანმრთელობაზე გვერდითი ეფექტები არ აღენიშნება, თუმცა სისხლში კონკრეტული ანტისხეულების აღმოჩენა მიუთითებს, რომ მათ ვირუსი აქვთ გადატანილი.
მეცნიერები შიშობენ, რომ რადგან ირმების პოპულაცია პათოგენს უჩუმრად ატარებს და ავრცელებს, SARS-CoV-2-ს ამით შეიძლება, ადაპტაციისა და ახალ შტამებად გარდაქმნის საშუალება მიეცეს, თანაც ისეთ შტამებად, რომლებმაც შემდეგ კვლავ ადამიანები დააინფიციროს და გაცილებით გადამდები და სასიკვდილოც იყოს, მით უფრო, რომ აშშ-ში თეთრკუდა ირმები ადამიანებთან ახლო კონტაქტში არიან, რაც ვირუსს გარემოს უქმნის ადამიანებში „დასაბრუნებლად“.