Accentnews.ge
სოხუმი თეა ახვლედიანს "ბიუჯეტის ასათვისებლად ქართული საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მზადყოფნაში" ადანაშაულებს

სოხუმი თეა ახვლედიანს "ბიუჯეტის ასათვისებლად ქართული საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მზადყოფნაში" ადანაშაულებს

04/08/2021 14:12:45 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანის წლიურ ანგარიშს ეხმიანება და აცხადებს, რომ

სოხუმი ახვლედიანის მოხსენებას მოკლედ ასე აჯამებს: "გაწეულ სამუშაოზე საუბრისას, რომელიც "აფხაზურ საზოგადოებასთან არაფორმალურ კომუნიკაციას" უკავშირდება, ახვლედიანმა რაღაც "წარმატებული მაგალითები" ახსენა. «სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების განსავითარებლად ამოქმედდა "მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის", დაიწყო ქართულ-აფხაზური ბიზნეს-პროექტების დაფინანსება. აფხაზეთში 100-მდე პროექტის რეალიზებაა დაწყებული, რაც ნდობის აღდგენაზეა მიმართული" - განაცხადა მინისტრმა. გარდა ამისა, მან ენგურის ხიდზე გადაადგილების ეტაპობრივ აღდგენასა და ყოველდღიურად 1000-მდე ადამიანის მიმოსვლას გაუსვა ხაზი. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქარველოს მთავრობამ და საერთაშორისო ორგანოზაციებმა აფხაზეთის მაცხოვრებლებს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლენში უკვე 4 მლნ ლარის დახმარება გაუწიეს. ახვლედიანი აფხაზეთში მსჯავრდებული ირაკლი ბებუას თემასაც შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ მისი გათავისუფლების საკითხი უახლოეს ხანებში გადაიჭრება".

როგორც დე ფაქტო საგარეო უწყება აღნიშნავს, "ახვლედიანის ცნობები ერთობლივი ქართულ-აფხაზური პროექტების შესახებ დაზუსტებას საჭიროებს". "აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არ მონაწილეობენ ერთობლივ ბიზნეს-პროექტებში, ხოლო თუ საქართველოს მოქალაქეობის მქონე რომელიმე გალელმა ჩათვალა შესაძლებლად მსგავს პროექტებში მონაწილეობა, ეს ნაკლებად უნდა შეფასდეს «ქართულ-აფხაზურ ბიზნეს-პროექტებად, რომლებიც ნდობის აღდგენაზეა მიმართული" - ნათქვამია დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში.

რაც შეეხება ახვლედიანის განცხადებებს ენგურის ხიდზე გადაადგილების აღდგენის თაობაზე, სოხუმში აღნიშნავენ, რომ "საქართველოს ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილებასთან არანაირი კავშირი არ აქვს". "აფხაზეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ, რომელიც ამ ჰუმანიტარული ინიციატივით გამოვიდა, გალის რაიონის მოსახლეობის საჭიროებები გაითვალისწინა" - აღნიშნულია "სამინისტროს" კომენტარში.

პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში აფხაზური მხარისთვის აღმოჩენილი დახმარების შესახებ ქართველი მინისტრის განცხადების საპასუხოდ სოხუმში აღნიშნავენ, რომ "აფხაზეთის რესპუბლიკას საქართველოს მთავრობისგან არავითარი დახმარება არ მიუღია და არც ახლა იღებს". "დღემდე რესპუბლიკისთვის მიწოდებული ყველა ჰუმანიტარული ტვირთი საერთაშორისო ორგანიზაციებისგანაა მიღებული" - ხაზგასმით აღნიშნავენ "სამინისტროში".

რაც შეეხება ირაკლი ბებუას თემას, როგორც სოხუმში აცხადებენ, "საქართველოს მოქალაქე აფხაზეთში ჩადენილი დანაშაულისთვის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამის სასჯელს იხდის და მისი ვადამდელი გათავისუფლების საკითხი არ განიხილება".

" დაჟინებით ვურჩევთ ქ-ნ ახვლედიანს, ფაქტების დამახინჯებასა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას მოეშვას. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბიუჯეტის ასათვისებლად მისი სამინისტრო მზადაა, აჟღეროს დაუფარავი სიცრუე და შეცდომაში შეიყვანოს ქართული საზოგადოება. არ იქნებოდა ურიგო, ახვლედიანის უწყებას უარი ეთქვა მსგავს პრაქტიკაზე, რომელსაც, სამწუხაროდ, მისი წინამორბედებიც იყენებდნენ" - ნათქვამია დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S