![რა გახდა ჯავახეთში თევზის მასობრივად დახოცვის მიზეზი [ვიდეო]](https://accentnews.ge/storage/files/post_1628092921_6339.jpeg)
რა გახდა ჯავახეთში თევზის მასობრივად დახოცვის მიზეზი [ვიდეო]
05/08/2021 16:03:22 რეგიონები
ახალქალაქში, სოფელ ტურცხში ხელოვნური ტბა, რომელსაც ადგილობრივები წყალსაცავად იყენებენ, თითქმის დაშრა. ტბაში „კარასის“ სახეობის თევზი კი დაიხოცა.
ინფორმაცია ფართ საზოგადოებისთვის ცნობილი ადგილობრივის მეშვეობით გახდა, რომელმაც სოციალურ ქსელში მომხდარის ამსახველი მასალა გაავრცელა.
,,ჯავახეთი, სოფელი ტურცხის ტბა! არაფერი, მოეკიდეთ გაგებით მეგობრებო! გაატარეთ თქვენ ხო არ გეხებათ ამ ქვეყანაში გასანადგურებელი ჯერ ბევრია! ამ სოფლის დეპუტატი და რწმუნებული რას იმსახურებენ ? სადაც ჩანს რომ დამშრალი ტბა ტურცხი და თევზები?!",– წერდა არსენ კარაპეტიანი.
მომხდარს გულგრილობად აფასებს ფაქტით შეშფოთებული ადგილობრივი და ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა:
„ეს არის ჩვეულებრივი გულგრილობა, იმიტომ, რომ სოფლის წარმომადგენელმა და დეპუტატმა მიატოვეს სოფელი და ტბა მოსახლეობამ სარწყავად გამოიყენა“.
გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მომხდარს სპეციალისტები სწავლობენ:
,,გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ტურცხის ტბაზე აიღეს წყლის სინჯები. ტერიტორიის შესწავლისა და ადგილობრივების გამოკითხვის საფუძველზე, ამ ეტაპზე კონკრეტული სამართალთალდარღვევა არ ფიქსირდება, ვინაიდან სავაურაუდოდ, ტბაზე წყლის დაწევის მიზეზი ბუნებრივი პროცესებიდან (მაღალი ტემპერატურა) გამომდინარეობს. დაწყებულია საქმისწარმოება, აღებული სინჯების შედეგების მიღებისთანავე, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“.