Accentnews.ge
მოსკოვი: "ბელარუსი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, სომხეთი, დნესტრისპირეთი – ყველა ერთ სახელმწიფოში უნდა გავაერთიანოთ!"

მოსკოვი: "ბელარუსი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, სომხეთი, დნესტრისპირეთი – ყველა ერთ სახელმწიფოში უნდა გავაერთიანოთ!"

06/08/2021 11:43:17 კონფლიქტები, საგარეო პოლიტიკა

მოსკოვში თვლიან, რომ დასავლეთსა და მის მოკავშირეებს პასუხი ახალი სსრკ-ის შექმნით უნდა გაეცეს, რომელშიც რუსეთთან ერთად, ბელარუსი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, სომხეთი, დნესტრისპირეთიც შევლენ. ამის შესახებ დღეს სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ვიტალი მილონოვმა განაცხადა.

«შეიძლება, ითქვას, რომ აშშ-ს და მის მოკავშირეებს სისხლისღვრის განახლება სურთ, 100%! ისინი გვეუბნებიან: «გაიყვანეთ თქვენი ჯარი, ჩვენ კი აქ გრძელი დანების ღამეს მოვაწყობთო". საუკეთესო პასუხი აშშ-ისა და მისი მეგობრებისთვის იქნება არა მხოლოდ აღიარება, არამედ გაერთიანების შეთავაზება [სოხუმისა და ცხინვალისთვის] ახალი სამოკავშირეო სახელმწიფოს ნიშნად. [უნდა] შეიქმნას ახალი სსრკ ახალი, უფრო მჭიდრო პრინციპებით. ბელარუსი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, სომხეთი, დნესტრისპირეთი – ყველა ერთ სახელმწიფოში უნდა გავაერთიანოთ, ესაა მომავალი ფორმატი. აი, ასეთი ოპტიმისტური განცხადებით უნდა ვუპასუხოთ აშშ-ს», – განაცხადა მილონოვმა დასავლეთის ქვეყნების რუსეთისადმი ამასწინანდელი მიმართვის საპასუხოდ, რომელიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ჯარის გაყვანისკენ და ამ რეგიონების აღიარების უკან გაწვევისკენ მოწოდებას შეიცავდა.

პოლიტიკოსი ამტკიცებს, რომ "აფხაზეთში მცხოვრებთა უმრავლესობა ელის და "იღვიძებს ერთი ოცნებით - გაერთიანდეს მშობლიურ რუსეთთან, რადგან აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში იყო და რეფერენდუმი რომ ჩატარდეს, ისევე, როგორც დონბასში, აფხაზები რუსეთთან მიერთებას დაუჭერენ მხარს".

«ასევეა სამხრეთ ოსეთიც, ადამიანებს სურთ რუსეთში ყოფნა. ამდენად, აქ [რუსეთისთვის - რედ.] საშიში არაფერია. სანქციები არის, იყო და იქნება, სასანქციო ზეწოლა არ დაიკლებს, მაგრამ ასე ისტორიულ მიწებს მაინც დავიბრნებთ და ხალხებიც ამოისუნთქებენ. ვფიქრობ, აფხაზეთის საუკეთესო დაცვა სადღეისოდ ჩვენი - რუსული კონტინენტალური რაკეტების განთავსება იქნებოდა, ეს უკვე სამუდამოდ», – დასძინა დეპუტატმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S