სუს-მა ნიკა გვარამია გამოკითხვაზე დაიბარა
06/08/2021 14:45:02 სამართალი
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მივიდა. ძალოვან უწყებაში ნიკა გვარამია მის ადვოკატთან და ტელეკომპანიის იურისტთან ერთად იმყოფება.
უკავშირდება თუ არა ეს გამოკითხვა ნიკა გვარამიას მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ჩანაწერებს ჯერ-ჯერობით უცნობია.
1 აგვისტოს ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საჯარო პირების მიყურადების გზით მათზე ანგარიშებს ამზადებდა. მისი თქმით, ძირითადად საუბარია პირადი ცხოვრების დეტალებზე.


