გვარამია– სუს-ში გამოკითხვაზე: "საკითხი ეხებოდა ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს"
06/08/2021 17:03:46 სამართალი
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვა მის წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს უკავშირდება.
მისი თქმით, გამოკითხვა ხვალაც გაგრძელდება.
"მე მეტის გამხელა უბრალოდ არ შემიძლია. საჭიროდ არ ვთვლი, რომ მეტი ვილაპარაკო. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს იმდენად შეიძლება, იყოს ტერორისტული აქტი, რამდენადაც დაშინების მცდელობა ან პროვოკაცია რაღაც სახის. ეს გამოჩნდება, თუმცა გასაგებია, რომ გამოძიებისა და ჩემს სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა, ამ შენობაში მყოფ ადამიანებზეა", - აცხადებს გვარამია და სხვა დეტალებზე არ საუბრობს.


