
ბიბილოვმა და ბჟანიამ ახალგორში ქსნის ერისთავების სასახლე მოინახულეს
09/08/2021 06:50:06 კონფლიქტები
აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერებმა ასლან ბჟანიამ და ანატოლი ბიბილოვმა ახალგორის რაიონში ქსნის ერისთავების სასახლე მოინახულეს.
ბიბილოვის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ცხინვალში სტუმრად მყოფ აფხაზურ დელეგაციას არმაზის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და მხარეთმცოდნეობის მუზეუმიც დაათვალიერებინეს.
-
- როგორც მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი, ახალგორის რაიონის მთავარი ღირსშესანიშნაობა - ქსნის ერისთავების სასახლე დე ფაქტო კულტურის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა.
აფხაზური დელეგაციის ვიზიტი დღეს სრულდება.