Accentnews.ge
"მზად ვარ, ყირიმი ვაღიარო, როგორც კი რუსული ბიზნესი აღიარებს"

"მზად ვარ, ყირიმი ვაღიარო, როგორც კი რუსული ბიზნესი აღიარებს"

09/08/2021 12:54:48 კონფლიქტები

ბელარუსის ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ის მზადაა, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი აღიაროს, "როგორც კი მას რუსული ბიზნესი აღიარებს".

როგორც ბელარუსის ლიდერმა განმარტა, "სადღეისოდ ბელარუსი-უკრაინის ურთიერთობები დაბალ ნიშნულზეა, ამდენად, მას ხელი გახსნილი აქვს".

"როცა რუსეთის უკანასკნელი ოლიგარქი ყირიმს აღიარებს და იქ მისთვის პროდუქციის მიწოდებას დაიწყებს, არც მე დავაყოვნებ - მზად ვიქნები, საერთაშორისო ვალდებულებებს გადავაბიჯო" - დასძინა ლუკაშენკომ.

რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წლის მარტში განახორციელა. ყირიმს რუსულად მსოფლიოს თითქმის არც ერთი ქვეყანა არ აღიარებს. აშშ-სა და ევროკავშირს ამის გამო მოსკოვის მიმართ სანქციები აქვთ შემოღებული.

მინსკი ყირიმს რუსეთის ნაწილად ასევე არ აღიარებს, თუმცა ბოლო თვეებში საერთაშორისო იზოლაციაში მყოფი ლუკაშენკო აცხადებს, რომ კიევი მას "აიძულებს, ნახევარკუნძულისკენ ბელარუსული ავიაკომპანიების რეისები დაუშვას".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S