რუსეთმა ყირიმის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ტერიტორიებზე მასშტაბური სამხედრო მანევრები წამოიწყო

10-08-2021 08:47:21 კონფლიქტები ,თავდაცვა

ივლისის მასშტაბური სატანკო წვრთნების შემდეგ რუსეთმა ანექსირებული ყირიმის, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების ტერიტორიებზე მასშტაბური მანევრები წამოიწყო, - იუწყება რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების შტაბის პრეს-სამსახური.

მისივე ცნობით, წვრთნებით, რომლესაც სამხრეთ სამხედრო ოლქის ქვედანაყოფები ავიაციის, ასევე შავი და კასპიის ფლოტილიების ხომალდების მონაწილეობით ჩაატარებენ, ჯამში 20 პოლიგონი იქნება მოცული.

სწავლებებში რადიაციული, ქიმიური და ბილიგიური დაცვის, ასევე საინჟინრო, რადიოელექტრონული ბრძოლის, სადაზვერვო, მატერიალურ-ტექნიკური და სამედიცინო უზრუნველყოფის ქვედანაყოფები ჩაებმებიან.

საბრძოლო მომზადების ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის ყოველდღიურად 80-ზე მეტი თვითმფრინავისა და ვერტმფრენის გამოყოფაა დაგეგმილი, - აღნიშნავენ პრეს-სამსახურში.

მოსკოვში აცხადებენ, რომ ეს “ერთგვარი ახალი ტიპის წვრთნები” იქნება – “არა წინასწარ გაწერილი სცენარით, არამედ მეთაურთა ოპერატიული სიტუატიური გადაწყვეტილებებით”.

ოფიციალური ინფორმაციით, სწავლებები 15 სექტემბრამდე გასტანს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები