Accentnews.ge
"ქედს ვიხრი შინდისის გმირების ხსოვნის წინაშე, ნებისმიერი მასშტაბის ბრძოლა შეიძლება, იქცეს სამშობლოსადმი მსახურების გაკვეთილად მომავალი თაობებისთვის"

"ქედს ვიხრი შინდისის გმირების ხსოვნის წინაშე, ნებისმიერი მასშტაბის ბრძოლა შეიძლება, იქცეს სამშობლოსადმი მსახურების გაკვეთილად მომავალი თაობებისთვის"

11/08/2021 06:52:58 კონფლიქტები, პოლიტიკა

შინდისის გმირებმა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული თავგანწირვის მაგალითი შექმნეს, ქედს ვიხრი სამშობლოსათვის თავგანწირულ გმირთა ნათელი ხსოვნის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„11 აგვისტო შინდისის ბრძოლის იმ 17 გმირის დღეა, ვინც ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული თავგანწირვის მაგალითი შექმნეს. ეს დღე გვარწმუნებს, რომ არ არსებობს დიდი და პატარა ბრძოლები, რადგან ნებისმიერი მასშტაბის ბრძოლა შეიძლება იქცეს სამშობლოსადმი მსახურების გაკვეთილად მომავალი თაობებისთვის. მთელ ქართულ საზოგადოებასთან ერთად, ქედს ვიხრი სამშობლოსათვის თავგანწირულ გმირთა ნათელი ხსოვნის წინაშე“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S