
“თავის დროზე ვიბრძოდით მსოფლიოში ფანჯრის გაჭრაზე, მაგრამ ამის ნაცვლად მხოლოდ რუსეთში გაჭრილი, თანაც მკაცრად კონტროლირებადი სარკმელი მივიღეთ”
11/08/2021 08:27:55 კავკასია, კონფლიქტები
ჩერქეზი აქტივისტი, აფხაზეთის ომში მოხალისედ წასული, ქართველების წინააღმდეგ ნაომარი იბრაგიმ იაგანოვი თბილისისა და სოხუმის დღევანდელობებს ადარებს და აცხადებს, რომ “დღევანდელი საქართველოსგან ბევრი რამის სწავლა შეუძლია, აი, აფხაზეთისგან კი, სამწუხაროდ, კარგს ვერაფერს ისწავლის”.
ამის შესახებ მან აფხაზური “სახელმწიფო ტელევიზიის” ეთერში განაცხადა, რითაც გადაცემის როგორც წამყვანის, ისე აფხაზი სტუმრის აღელვება გამოიწვია.
მიუხედავად იმისა, რომ საუბარს გამუდმებით აწყვეტინებდნენ და პროვოკაციულ კითხვებს უსვამდნენ, იაგანოვმა მოახერხა, ეთქვა მთავარი სათქმელი: «თავის დროზე, ომის მიმდინარეობისას, ეშერაში ვოცნებობდით, აფხაზეთი თავისუფლების კუნძულად ქცეულიყო, მაგრამ ეს, სამწუხაროდ, არ მოხდა […]. თავის დროზე ვიბრძოდით მსოფლიოში ფანჯრის გაჭრისათვის, მაგრამ ამის ნაცვლად მხოლოდ რუსეთში გაჭრილი, თანაც მკაცრად კონტროლირებადი სარკმელი მივიღეთ… დღეს საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა, ხოლო აფხაზეთში, სამწუხაროდ, სულ სხვა რამეს ვხედავთ».
კითხვაზე, “რა გსურთ პირადად თქვენ და რაში ემთხვევა თქვენი და თბილისის სურვილები?”, იაგანოვმა განაცხადა: “ჩვენ გვსურს თავისუფლება, გვსურს მშვიდობა, კეთილდღეობა, განვითარება, გვსურს, დავასრულოთ ომი”: