Accentnews.ge
მამაკაცს, რომელმაც 38 წლის ქალს დანით 11 ჭრილობა მიაყენა ბრალდება წარუდგინეს

მამაკაცს, რომელმაც 38 წლის ქალს დანით 11 ჭრილობა მიაყენა ბრალდება წარუდგინეს

11/08/2021 09:19:31 სამართალი

პროკურატურამ 38 წლის ქალის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 9 აგვისტოს, ქ.თბილისში, დ.დ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით და განსაკუთრებული სისასტიკით, მის ნაცნობ ქალს, 38 წლის მ.მ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად, მ.მ.-ს გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა დ.დ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა დ.დ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს დღესვე მიმართავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S