აჭარაში მამას 15 წლის შვილის გაუპატიურებას ედავებიან
11/08/2021 11:11:00 სამართალი
აჭარაში პროკურატურა მამას 15 წლის შვილის გაუპატიურებას, მის მიმართ გარყვნილ ქმედებას, მუქარასა და ოჯახში ძალადობას ედავება.
საქმეს დახურულ რეჟიმში ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს.
15 წლის მოზარდი ამ დროისთვის ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარშია გადაყვანილი.
ირკვევა, რომ ბრალდებულის მხრიდან შვილზე ძალადობას, სექსუალურ შევიწროებასა და მუქარას სისტემატური ხასიათი ჰქონდა.
ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


