
ვაქცინის შემქმნელი: "კოლექტიური იმუნიტეტი შეუძლებელია"
11/08/2021 11:36:18 სხვა
კორონავირუსის "დელტა" შტამი შეუძლებელს ხდის მოსახლეობაში COVID-19-ის მიმართ კოლექტიური იმუნიტეტის ფორმირებას, - განაცხადა AstraZeneca-ს ვაქცინის შემმუშავებელი ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ენდრიუ პოლარდმა ბრიტანული პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
"პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ვირუსი წითელა არაა: წითელასგან რომ მოსახლეობის 95% ავცრათ, ამ ვირუსის გადაცემა შეწყდება. კორონავირუსის "დელტა" შტამით კი აცრილებიც ინფიცირდებიან. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი, ვინც არ აცრილა, გარკვეულ მომენტში აუცილებლად დაინფიცირდება და ჩვენ სადღეისოდ არაფერი გაგვაჩნია, რაც ამ გადაცემას შეაჩერებდა. აქედან გამომდინარე, კოლექტიური იმუნიტეტის ზღურბლის მიღწევა მითიური ხდება", - ციტირებს პოლარდს "The Guardian".
ამავდროულად, მეცნიერის განცხადებით, "ამ დროისთვის პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან არსებული ვაქცინები მართალია, ინფიცირებისგან ყოველთვის არ იცავს, თუმცა COVID-19-ის მძიმე მიმდინარეობასა და ლეტალურ შედეგს გამორიცხავს".
ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ბრიტანულ-შვედურ კომპანია AstraZeneca-სთან ერთობლივად შექმნილი ვაქცინა ერთ-ერთია სადღეისოდ არსებულ ოთხ პრეპარატს შორის, რომელთა გამოყენების ნებართვაც ევროკავშირს აქვს გაცემული. კორონავირუსის წინააღმდეგ მისი ეფექტურობა 70%-ს შეადგენს, ხოლო საკუთრივ "დელტა" შტამის მიმართ - 60%-ს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021