
აფხაზეთიდან უგზო-უკვალოდ დაკარგულთა ნეშტები გადმოასვენეს
12/08/2021 12:00:27 კონფლიქტები
დღეს ოკუპირებული აფხაზეთიდან უგზო-უკვალოდ დაკარგული ხუთი პირის ნეშტები გადმოასვენეს.
ყველა ნეშტი იდენტიფიცირებულია. ცნობილია, რომ ხუთი დაღუპულიდან ორი სამხედრო პირი იყო.
სამოქალაქო პანაშვიდები სამების საკათედრო ტაძარში 13 აგვისტოს, 17:00 საათიდან, ხოლო 14 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე გაიმართება.
ერთ დაღუპულს სამხედრო პატივით 14 აგვისტოს, 15:00 საათზე დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.