Accentnews.ge
სოხუმში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს "საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას" ედავებიან

სოხუმში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს "საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას" ედავებიან

13/08/2021 10:30:36 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე, სოფელ პირველი გალის მცხოვრები, 1962 წელს დაბადებული ვახტანგ სონღულია დააკავეს, - იუწყება აფხაზური უშიშროების სამსახური.

მისივე ინფორმაციით, დაკავებულს საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შენახვას ედავებიან.

ირკვევა, რომ სონღულია რამდენიმე დღის წინ დააკავეს, თუმცა ინფორმაცია აფხაზურმა უშიშროებამ თავის ვებ-გვერდზე მხოლოდ დღეს განასაჯაროვა.

«სონღულიას საცხოვრებელი ადგილის შესწავლისას აღმოჩენილია 7,62 მმ-იანი ვაზნები, ხელყუმბარა РГД და სხვა საბრძოლო მასალა», – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც აფხაზური უშიშროების სამსახური აღნიშნავს, 1990-იანი წლების ომის დროს სონღულია გალის მილიციის თანამშრომელი იყო და "ქართულ ჯარს ეხმარებოდა".

დაკავებულის საქმის მასალები ტყვარჩელის დე ფაქტო პროკურატურას გადასცეს. თავად სონღულია კი ამ დროისთვის დე ფაქტო შსს-ს გალის იზოლატორში იმყოფება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S